2015-03-19 16:43:08, 395 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი პესკოვი: ქართველი და რუსი დიპლომატები რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ
„ქართველი და რუსი დიპლომატები რუსეთის და საქართველოს პირველი პირების შეხვედრას არ გამორიცხავენ“,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედრაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავენ ქართველი და რუსი დიპლომატები. მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ურთიერთობები დაარეგულიროს თბილისთან. რუსეთს სურს თავის ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, რუსეთი საქართველოს მეგობარ ქვეყანად მიიჩნევს, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, -განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალურ თბილისში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან