23:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 15:30:04, 581 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საფეხბურთო სტადიონის პროექტები დაათვალიერა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ დღეს  ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი საფეხბურთო სტადიონის პროექტები დაათვალიერა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ესკიზები დღეს ქართველ ავტორებთან ერთად თავად ფეხბურთელებმაც მოინახულეს.

„საჯარო განხილვის შემდეგ სპეციალური კომისია საუკეთესო პროექტს შეარჩევს. მათ შეფასებაზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული  საკონკურსო კომისია იმსჯელებს.

საკონკურსო ნამუშევრები 2015 წ. 12 მარტამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაათვალიეროს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. 12-14 მარტს კონკურსანტებს მიეცემათ  პროექტების  კომისიის წინაშე პრეზენტაციის საშუალება.

საკონკურსო წინადადებები წარმოდგენილია პოლონური, ესპანური, იტალიური, ბერძნული, სლოვენური, უკრაინული და ქართული კომპანიებისაგან. სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 650 000 ლარია“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics