23:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 14:59:19, 713 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძე ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის კონფერენციას დაესწრო

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ კონფერენცია გაიხსნა.

 ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა ნატოს სამომავლო პერსპექტივებზე, ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაზე, ახალ  გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და სირიაში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრეს. 

„დღეს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მაღალი დონის საგანმანათლებლო კურსის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ბრიტანეთი საქართველოს ძალიან აქტიური პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანაა. მსგავსი ტიპის შეხვედრები და თემები, რომლებზეც დღეს აქ ვისაუბრებთ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა წარმოვადგინოთ საქართველოს პერსპექტივები თავდაცვის და უსაფრთხოების თემებზე და მოვისმინოთ მოსაზრებები იმ ლიდერებისგან თუ უმაღლესი დონის წარმომადგენლებისგან , რომლებიც ამ დელეგაციის შემადგენლობაში არიან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.  

დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ მსმენელები საქართველოში სასწავლო ტურის ფარგლებში იმყოფებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics