01:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-13 14:20:10, 691 ნახვა

პოლიტიკა
აქტივისტი ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, მშრალ შიმშილობას აანონსებს

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა აქტივისტმა ნანა სანდერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ციხეში არასათანადო მოპყრობაზე და ასევე, ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა.

მან მშრალი შიმშილობის დაწყებაც დააანონსა, იმ შემთხვევაში, თუ არ გაათავისუფლებენ. 

"შარშან 24 ნოემბერს ჩამოვედი გერმანიიდან ქართველი ხალხის ხმის დასაცავად. ამომრჩევლებს, ემიგრანტებს არ მიეცათ ხმის უფლება, არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც პარლამენტი და ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ჩამოვედი საქართველოში ხმის დასაცავად, 28-ში ვიცავდი საქართველოს ევროპულ მომავალს, ვიდექი ნოემბერ-დეკემბრის სისხლიან აქციებზე. პოლიციელებმა, ფორმიანებმა ჯგუფურად იძალადეს, წელში ჩამარტყეს.

ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რასაც ტელევიზორიდან ვისმენ, ზუსტად ეგ სიმპტომები მაქვს. მაქვს გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები, დ ვიტამინის ნაკლებობა მაქვს უკვე 4 თვეა და დ ვიტამინიც არ მიმიღია, რა მკურნალობაზეა საუბარი.

უამრავი დაავადება მაქვს, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები... თუ არ გამათავისუფლებთ პატიმრობიდან, დღესვე ვიწყებ შიმშილობას, მშრალ შიმშილობას", - თქვა მან პროცესზე. 

ნანა სანდერს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. თავდაპირველად მას მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდნენ - სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 13 ნოემბერს კი მას ბრალი დაუმატეს და ასევე ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას - სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც 3-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics