20:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 12:13:02, 976 ნახვა

მსოფლიო
იემენში აფეთქებების შედეგად, 26 ადამიანი გარდაიცვალა

იემენის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ადენში 3 თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 26  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, არის ათობით დაშავებული, მათ შორის ბავშვები და ქალები. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკვე აიღო. დაჯგუფებამ იემენში მოქმედება სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომ“ არაერთი თავდასხმა განახორციელა.

ერთ-ერთი აფეთქება დანაღმული სასწრაფო მანქანით განხორციელდა, რომელიც სამხედრო პოსტზე შევიდა. აღნიშნულ აფეთქებას 14 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ 2 აფეთქება სხვა სამხედრო პოსტებზე განხორციელდა. როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, აღნიშნულ 2 აფეთქებას კიდევ 12 ადამიანი შეეწირა, თუმცა უცნობია არიან თუ არა მათ შორის ჯარისკაცები.

როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, გარდაცვლილთა უმეტესი ნაწილი სამოქალაქო პირია.

ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფო" იემენში სამთავრობო ძალებისა და ამბოხებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics