18:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 12:23:02, 1144 ნახვა

კომენტარი
სანიკიძე პროკურატურის განცხადებაზე - ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს

“პროკურატურის ნაბიჯი ნათლად ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ არასამთავროების დაყადაღებასთან დაკავშირებით

“ჩვენ ვნახეთ ევროპელი პარტნიორების უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია “ქართული ოცნების” მხრიდან, ეს რაღაც მგლის თავზე სახარების კითხვასავით არის, მაგრამ აუცილებელია რუსული კანონის გაუქმება, მისი აღსრულებაში არ მოყვანა და ამის საპასუხოდ დღეს საქართველოს პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაიწყო იმ რეპრესიების გატარება, რასთან დაკავშირებითაც გუშინ გააფრთხილეს, რომ არ მომხდარიყო მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის იმის ნათელი დასტური, რომ სწორედ ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს, გვართმევს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და ეს სცდება მხოლოდ ამ საკითხს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს, რომლის მთავარი დანიშნულება რუსეთის ფედერაციის ინტერესების გატარებაა, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics