05:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-04 20:17:47, 2241 ნახვა

სამართალი
კლუნის ფონდი ყურადღებით აკვირდება მედია მენეჯერის, მზია ამაღლობელის, განაჩენს

ადამიანის უფლებათა დამცველი ამალ კლუნის და მსახიობი ჯორჯ კლუნის მიერ დაარსებული კლუნის სამართლიანობის ფონდი გამოეხმაურა „გაზეთის/Netgazeti“-ს დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულებას და აცხადებს, რომ განაჩენს აკვირდება.

აღნიშნულია, რომ ამაღლობელის საქმე „სიმბოლო გახდა <საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების> მზარდი შეშფოთებისა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

„ჩვენი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა (TrialWatch), რომელიც აკვირდებოდა საქმეს, შეშფოთებულია ბრალდებებითა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობით“, - განაცხადა ორგანიზაციამ.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ მართლმსაჯულების შესახებ ანგარიშს, რომელშიც შეფასდება, შეესაბამება თუ არა სასამართლო პროცესი საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს“, - განაცხადა კლუნის ფონდმა.

კლუნის ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის სრულ მიმდინარეობას სასამართლო დარბაზიდან აკვირდება. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ფონდის/TrialWatch-ის ექსპერტები საბოლოო ანგარიშში შეაფასებენ სასამართლო პროცესს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics