13:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 18:34:06, 1280 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“, ერთ-ერთი წითელი ხაზი ნატო-ში მისწრაფებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„პირველ რიგში, არ წავალთ უკრაინის ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსულად აღიარებაზე“, - განაცხადა სიბიგამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ წავა საკუთარი არმიის სტრუქტურის ან რიცხოვნების შეზღუდვაზე, ასევე თავდაცვითი მრეწველობის, მოკავშირეების სამხედრო დახმარების ან მათი კონტინგენტების განლაგების შეზღუდვაზე.

„მესამე, არ მივიღებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის რაიმე შეზღუდვებს, მათ შორის მოკავშირეებისა და ალიანსების არჩევის მხრივ, რომლებთანაც შეერთებასაც ვცდილობთ“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მოკავშირეებს შორის უკრაინის ნატოში გაწვერიანების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, კიევი მომავალში „აქტიურად იმუშავებს მის მისაღწევად“.

„რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და არ ექნება ჩვენს არჩევანზე ვეტოს უფლება,” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics