14:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 12:39:04, 938 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლებს

შობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს „ყინულის დედოფალზე“ ეპატიჟება.

წარმოდგენას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრებიან.

სპექტაკლის დაწყებამდე კი პრემიერი და მისი მეუღლე სტუმრებს თბილისის „ივენთ ჰოლში“ უმასპინძლებენ.

თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო, ზღაპრის გმირები და საჩუქრები - ბავშვებს „ივენთ ჰოლში“ ზღაპრული გარემო დახვდებათ.  ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟები იზრუნებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics