12:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 13:53:20, 448 ნახვა

პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების სრული სია მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის წარდგენილი კანდიდატურების სრული სია საზოგადოებისთვის მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში  პრეზიდენტის  მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამის შემდეგ უკვე კანდიდატურების შერჩევის პროცესი გაგრძელდება და პრეზიდენტი კვლავ მზადაა, ამ პროცესში დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციები გამართოს.

„დღეს, 19:00  საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  კანდიდატურების წარდგენა დამთავრდება. ამის შემდეგ,  მაქსიმუმ ზეგ საზოგადოებას გავაცნობთ სრულ სიას, თუ რომელი კანდიდატები არიან დასახელებულები და ვინ არიან დამსახელებლები. ამის შემდეგ შერჩევის პროცესი გაგრძელდება და ამ პროცესში პრეზიდენტი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან გაგრძელდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რომელი კანდიდატიც იქნება დასახელებული, იყოს ღირსეული და შესაბამისობაში გაჟღერებულ კრიტერიუმებთან“, – აღნიშნა კოჟორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics