15:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 19:38:31, 1615 ნახვა

სხვადასხვა
უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩი პოლონეთში მემორიალთან არ მიუშვეს

უკრაინელმა და პრო-უკრაინელმა აქტივისტებმა არ მისცეს საშუალება რუსეთის ელჩს ვარშავაში, სერგეი ანდრეევს, 9 მაისს პოლონეთის დედაქალაქში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლი გვირგვინით შეამკო.

მცირე სასაფლაოზე, სადაც მემორიალია განთავსებული, ელჩს რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა. ასევე იყო ინსტალაცია, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ახსენებდა ამ ქვეყანაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებს.

ელჩს და მის თანმხლებ პირებს „რაშისტი“ შეძახილებით შემოეხვივნენ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. იყო შეტაკებები. თავად ანდრეევმა რია ნოვოსტის განუცხადა, რომ ის არ დაშავებულა. ბოლოს იძულებული გახდა წასულიყო, მაგრამ თქვა, რომ შეძლებდა მოგვიანებით დაბრუნებას და მაინც გვირგვინით შეამკო.

9 მაისს, დილით, ვარშავაში რუსეთის საელჩოსთან აქტივისტების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.
გასულ წელს, რუსეთის ელჩს 9 მაისს წითელი საღებავი შეასხეს, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროტესტის ნიშნად.

ომის დაწყების შემდეგ მილიონზე მეტი უკრაინელი მოქალაქე ჩავიდა პოლონეთში საომარი მოქმედებებისგან თავის დასაღწევად. ქვეყნის ხელისუფლება მკაცრ პოზიციას იკავებს მოსკოვის ქმედებების მიმართ. როგორც პოლონეთის ხელისუფლება, ისე ბევრი სამოქალაქო აქტივისტი ამტკიცებს, რომ რუსეთის წარმომადგენლები გამარჯვების დღეს იყენებენ საბაბად რუსული აგრესიის გასამართლებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics