15:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 10:13:21, 592 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლობის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ანკარას ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ ბათუმში ანკარას ინტერპოლის მიერ 2014 წლის 4 ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1947 წ. დაბადებული მუსტაფა ბესიკჩი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მუსტაფა ბესიკჩის ბრალად თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3-e, 87/1-d, 62 და 53/1-a, b, d, e, c მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული რაც ითვალისწინებს სხეული დაზიანებას ცივი იარაღის გამოყენებით ედება.

შსს-ს ცნობით 2009 წლის 2 სექტემბერს, ქალაქ რიზეში მუსტაფა ბესიკჩიმ დანის გამოყენებით მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა თურქეთის მოქალაქეს თუნჩაი იენიგუნს.

ამ დროისთვის მუსტაფა ბესიკჩი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics