18:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-07 19:39:22, 2928 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთის ინტელიგენციის კონგრესმა რუსი სამხედროების ყაზახეთში შეყვანას დანაშაული უწოდა

რუსეთის ინტელიგენციის კონგრესმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც საზოგადოების წევრები ყაზახეთის მოვლენებში რუსეთის სამხედრო ჩარევას აპროტესტებენ.
ყაზახეთში რუსი ჯარისკაცების გაგზავნის წინააღმდეგ მიმართვის სრული ტექსტი რადიოსადგურ „ეხო მოსკოვის“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მიმართვას ხელს აწერს ათობით სამოქალაქო აქტივისტი, მწერალი, უფლებადამცველი, ჟურნალისტი, მეცნიერი, კულტურის მოღვაწე, რომლებიც რესპუბლიკაში რუსული ჯარების შემოსვლას დანაშაულს უწოდებდნენ.
გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების წარმომადგენლების და ჯარის მონაწილეობა საპროტესტო აქციების ჩახშობაში აუცილებლად გააუარესებს ყაზახეთის რუსულენოვანი მოქალაქეების მდგომარეობას, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან რუსეთის ხელმძღვანელობის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის პოლიტიკურმა რეჟიმმა მხარი დაუჭირა ძალიან კორუმპირებულ ავტორიტარულ რეჟიმს ყაზახეთში, რომლისგან თავის დაღწევის სურვილმა ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა ყაზახეთის ქალაქების ქუჩებში, ამიტომ რუსული ჯარები ვერ მოქმედებენ იქ, როგორც სამშვიდობოები.
ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ყაზახეთში რუსული სამხედრო ნაწილების გაგზავნა დანაშაულია რუსეთისა და ყაზახეთის ხალხების წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics