00:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 17:18:04, 522 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვერშბოუს ვიზიტს არაერთი ვიზიტი მოჰყვება, რომელიც მიღებული პაკეტის იმპლემენტაციას უკავშირდება

"ამ ვიზიტს მოყვება კიდევ ბევრი, არაერთი ტექნიკური ჯგუფის ვიზიტები, რომელთა მიზანი  იმ საქმიანობის დაჩქარება იქნება, რომელიც  უელსში მიღებული პაკეტის იმპლემენტაციას უკავშირდება,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე  ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ეხება როგორც ნატო-ს წვრთნისა და შეფასების  ცენტრს,  ასევე სხვა პროექტებს. მარგველაშვილის თქმით, საქართველო რაც უფრო მეტ  მსგავს პროექტს განახორციელებს, ალიანსს უფრო დაუხლოვდება.

"მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ბატონ ვერშბოუს იმ სამუშაოებისთვის, რაც ამ ეტაპზე განხორციელდა. ამ ვიზიტს მოყვება კიდევ ბევრი, არაერთი ტექნიკური ჯგუფის ვიზიტები, რომელთა მიზანი იქნება, გაღრმავება და დაჩქარება იმ საქმიანობისა, რომელიც უკავშირდება უესლში მიღებული პაკეტის იმპლემენტაციას. ეს ეხება როგორც წვრთნისა და შეფასების ცენტრს, ასევე სხვა ტიპის პროექტებს- ამ პაკეტის სხვა ნაწილებს. ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელსაც ძალიან კარგი იმპულსი აქვს როგორც ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, ასევე საქართველოს შიგნით- თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ჩართულობით. ეს ყველაფერი არის, ერთი მხრივ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაღმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მეორე მხრივ კი, ამ ნაბიჯებს ჩვენ მივყავართ ნატოს წევრობისკენ. შესაბამისად, კითხვა, ვართ თუ არა ნატოსთან ახლოს - რაც უფრო მეტ ასეთ პროექტს განვახორციელებთ, ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ალიანსთან",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics