23:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 16:18:45, 623 ნახვა

პოლიტიკა
ვერშბოუ: არჩევნების შემდეგ საქართველოში მომწიფებული დემოკრატია დავინახეთ

საქართველო აღსანიშნავ დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის  მოადგილე ალექსანდ ვერშბოუმ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, არჩევნების შემდეგ საქართელოში დემოკრატია განვითარდა.

ვერშბოუმ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, ამ კურსით მოძრაობა გააგრძელონ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ითანამშრომლონ.

"საქართველო განსაკუთრებული პარტნიორია ალიანსისა. თქვენი მისწრაფება ალინსში წევრობისა  და  თქვენი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა, რაც თვალნათლივ არის წარმოჩენილი თქვენი ჯარების ჩართულობით, თქვენი მისიაში  მონაწილეობით, მნიშვნელოვანი სამხედრო კონტიგენტით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ახორციელებს აღსანიშნავ დემოკრატიულ რეფორმებს, ჩვენ დავინახეთ ფაქტობრივად წინ განვითარებული მომწიფებული დემოკრატია არჩევნების შემდეგ და მინდა მოვუწოდო თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს,  გააგრძელონ ყოფნა ამ მდგომარეობაში ამ კურსით მოძრაობა და მოვუწოდებ ყველა პარტიას,  საქართველოს ყველა მოქალაქეს ითანამშრომლონ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის, ინსტიტუტების დემოკრატიზაციისათვის, ძალიან მაღალი  თვალსაზრისით ვაფასებ იმ დემოკრატიულ რეფორმებს,  რომლებიც ჩატარდა და პრიორიტეტული რეფორმების სიაში აქვს   საქართველოს მთავრობას. არა მხოლოდ თავდაცვის სექტორი იგულისხმება რეფორმების თვალსაზრისით, იგულისხმება კანინის უზენაესობა, ყველა დონეზე. ეს გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი",-განაცხადა ვერშბოუმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics