2020-05-22 11:39:47, 12951 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - ბოლნისის ორ სოფელში იტალია ხდება
დაავადებათა კოტნროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მუშევანსა და გეტაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
მისი თქმით, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობა უკვე გაიმართა.
„პრაქტიკულად თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ დაახლოებით იტალია ხდება. მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს აქ სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს საგანგებო მდგომარეობა როდესაც გაუქმდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,