2020-05-16 10:47:13, 10047 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - ექვსი ახალი ინფიცირებულებიდან ოთხის წყარო ცნობილია, ხოლო ორის კვლევა მიმდინარეობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებულებიდან ოთხის წყარო ცნობილია, ხოლო ორ პაციენტთან მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.
მისი თქმით, არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არ შეფასებულა.
„ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. ახალი ინფიცირებულებიდან 4-ის წყარო ცნობილია და ისინი საკარანტინე სივრციდან არიან. გრძელდება 2 პაციენტის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ჩვენს ცენტრში არაცერთი მათგანი არ შემოსულა, თუმცა ზოგადი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმედ არ შეფასებულა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან