11:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 15:56:32, 1470 ნახვა

კომენტარი
ზურაბ გამეზარდაშვილი: იური ვაზაგაშვილის საქმე ნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, ზურაბ გამეზარდშვილის, განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმის გასახსნელად,  პროკურატურისა და შსს-ს ყველა შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

როგორც გამეზარდაშვილმა ყარაფილაში ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტიპის დანაშაული ნელად გასახსნელ დანაშაულთა  რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა  ირწმუნება, რომ  დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავეების დასასჯელად ყველაფერს გააკეთებენ.

"აღნიშნული დანაშაულის გახსნაში  პროკურატურის,  შსს-ს ყველა შესაბამისი სპეცსამსახურები არიან ჩართული,  ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ დანაშაულის გახსნას. როგორც მოგეხსენებათ,  ეს დანაშაული მიეკუთვნება ძალიან ნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს,  მაგრამ  დარწმუნებული ვარ,  ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აღნიშნული  დანაშაული გაიხსნას და დამნაშავეები იგივე დოზით დაისაჯონ, რა სისასტიკითაც მათ ეს დანაშაული ჩაიდინეს",-განაცხადა  ზურაბ გამეზარდაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი დღეს სოფელ ყარაფილაში, შვილის გვერდით დაკრძალეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics