16:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 19:12:37, 1564 ნახვა

სპორტი
გრიგოლ გეგელია: აუცილებელია ყველა იმ საინფორმაციო სიხშირის აკრძალვა, რომელიც საქართველოს მტრის მიერ ფინანსდება

 „აუცილებლად მივიჩნევ ყველა იმ საინფორმაციო სიხშირის დაუყონებლივ აკრძალვას, რომელიც ღიად ფინანსდებდა საქართველოს სახელმწიფოს მტრის მიერ“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ "ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის“ დოქტორანტურის მკვლევარმა გრიგოლ გეგელიამ განუცხადა.

ამასთან, როგორც გეგელიამ აღნიშნა, აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტის ნებისმიერი ფორმით უარყოფა, სისხლის სამართლებრივი დანაშაული გახდეს.

„აუცილებლად მივიჩნევ ყველა იმ საინფორმაციო სიხშირის დაუყონებლივ აკრძალვას, რომელიც ღიად (გინდ ირიბად) ფინანსდებდა საქართველოს სახელმწიფოს მტრის მიერ, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამასთანავე, აუცილებლად და გადაუდებლად მივიჩნევ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ისტორიული ფაქტის ნებისმიერი ფორმით უარყოფა გახდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ

ცნობისთვის, ფონდმა „რუსულმა სამყარომ“ და შპს „როსტელეკომმა“, რომლის მფლობელობაშია კომპანია „სპუტნიკი“, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ორივე რუსული ორგანიზაციიდან არაპირდაპირი დაფინანსება მიიღო მედიასაშუალებებმა geoworld.ge და „საქინფორმი“.

შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნიდან სხვადასხვა საქმიანობის დაფინანსება არ იკრძალება, თუმცა ფინანსური რესურსების მიმღებმა ორგანიზაციებმა, დონორების შესახებ ინფორმაცია გამჭირვალე უნდა გახადონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics