00:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 14:24:58, 1729 ნახვა

საზოგადოება Lifestyle
გვარამია გაჩეჩილაძეს: ჩხუბი თუ გინდოდა, სიბნელეში, უკნიდან კი ნუ მომეპარებოდი, პირისპირ მოსულიყავი

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რატი გაჩეჩილაძეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ცემის ფაქტის გამო, რატი გაჩეჩილაძეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში აუცილებლად მისცემენ, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

"კუანა გრეჩიხას კუანა შთამომავალო, ჩხუბი თუ გინდოდა, სიბნელეში, უკნიდან, კაპიშონგადაფარებული, დამხმარეებთან ერთად კი ნუ მომეპარებოდი კეფაში რაღაცის ჩასარტყმელად და მერე სამარცხვინოდ გაიპარებოდი, პირისპირ მაინც მოსულიყავი.

შენი კუანა ნაბიჭვრის სახელს, ჩემი ტვინის შერყევა მირჩევნია. ეგ გამივლის, შენ კიდევ არაფერი გეშველება. ვერც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი, პრემიერმინისტრის მეგობრის ძევ, გპირდები", - წერს ნიკა გვარამია და რატი გაჩეჩილაძეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. ნიკა გვარამიას თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებიტ გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics