19:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 12:36:31, 9580 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს იმპორტი $16.6 მილიარდამდე გაიზარდა

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში იმპორტი 16.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.3%-ით მეტია - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

იმპორტში საქართველოს მთავარი საქონელი არის მსუბუქი ავტომობილები, რომელთა უდიდეს ნაწილსაც შემდეგ საქართველო რეექსპორტის მეშვეობით უცხოეთში ყიდის. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 3.5 მილიარდი დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, ავტომობილების რეექსპორტი კი 2.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ბაზრებს, მთავარი საიმპორტო ქვეყანა არის აშშ საინდაც საქართველო მეორად ავტომობილებს ყიდულობს და მათ შემდეგ ცენტრალურ აზიაში ყიდის. აშშ-დან იმპორტი წელს რეკორდულად 33%-ით, 2.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მეორე ადგილს იმპორტში ნავთობპროდუქტები იკავებს 1.2 მილიარდი დოლარით. ამ საქონლის იმპორტი წლიურად 4%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზეა მედიკამენტები 605 მილიონი დოლარით, რისი იმპორტიც 8%-ით გაიზარდა.

იმპორტის ტოპ ათეულში კვლავ არის ნახატები, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების რელოკაციას უკავშირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics