01:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 19:58:28, 1030 ნახვა

უგულავა - ბაყბაყდევი ივანიშვილი ქართლის დედასა და ხალხს შორის ჩადგა

„ბაყბადევი ივანიშვილი ქართლის დედასა და ხალხს შორის ჩადგა“, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ივანიშვილის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციის კორდონის ჩაყენება არის უკანონო ქმედება, რადგან საჯარო სივრცეში მოქალაქეებს გადაადგილების უფლება აქვს.

„ივანიშვილი, რომ ჩადგა აქ ბაყბადევივით ქართლის დედასა და ადამიანს შორის, ესეც სიმბოლოა, აქ რომ ჩააყენა კორდონი.

პოლიციის კორდონი იყო უკანონო, ეს არის საჯარო სივრცე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადაადგილება და პოლიციას არ აქვს მისი ჩაკეტვის უფლება“, - აცხადებს უგულავა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 საათზე, რუსთაველის მოედანზე დაიწყო გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, სადაც საზოგადოებამ არჩევნები 2020-ის შედეგები გააპროტესტა. აქცია ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს და დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებიან. გამოჩნდა პოლიციის კორდონი, რამაც ხელი შეუშალა აქციის მსვლელობას ქართლის დედის ქანდაკების მიმართულებით.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics