03:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 17:42:15, 1025 ნახვა

სხვადასხვა
Mymarket.ge-ზე მომხმარებელი სუპერთასის ბილეთებს 300 დოლარად ყიდის

უეფას სუპერთასის ბილეთებს Mymarket.ge-ზე მომხმარებელი 300 დოლარად ყიდის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იყიდება ბარსელონა-სევილიას თამაშის 4 ცალი 75 ლარიანი ელექტრონული ბილეთი. 1 ბილეთის ფასი 300 დოლარს შეადგენს, ოთხივე ბილეთის ფასი კი, 1000 დოლარია.

შეგახსენებთ, სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, საიტმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა. მოგვიანებით biletebi.ge-მ გაყიდვა რიგითობით გაყიდვა სცადა, თუმცა საიტმა ვერც ამ შემთხვევაში იმუშავა.

საბოლოოდ, გადაწყდა, რომ უეფა-ს სუპერთასის ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. არსებული ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება. სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს.

უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics