14:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 18:39:54, 791 ნახვა

სხვადასხვა
CAF: ქველმოქმედი ქვეყნების რეიტინგში, 140-დან საქართველო 120-ე ადგილზეა

მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 140 ქვეყანას შორის 120-ე ადგილი დაიკავა, - აღნიშნულ მონაცემებს worldometers.info აქვეყნებს.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Charities Aid Foundation-ის (CAF) 2016 წლის რეიტინგში, პირველ ადგილზეა მიანმარი, რომელსაც აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და შრი ლანკა მოსდევს.

ამავე რეიტინგში რუსეთმა 126-ე, ლატვიამ 113-ე, უკრაინამ 106-ე, ლიტვამ 124-ე, ბელორუსმა მე-100, ესტონეთმა 118-ე, პოლონეთმა 109-ე, სომხეთმა 130-ე, აზერბაიჯანმა კი 131-ე ადგილი დაიკავეს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბოლო ადგილს, როგორც ყველაზე არაქველმოქმედმა ქვეყანა, ჩინეთი იკავებს. ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით არის შეფასებული: უცნობი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, მოხალისეთა აქტივობაში ჩართულობა და ფულადი შემოწირულობა. „უცნობი ადამიანებისთვის დახმარების გაწევის“ კუთხით საქართველომ 140 ქვეყანას შორის 111-ე ადგილი დაიკავა.

ფულადი შემოწირულობის კუთხით, საქართველომ 128-ე ადგილი დაიკავა. მოხალისეთა აქტივობაში ჩართულობის კუთხით კი 76-ე ადგილს იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics