23:56 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:42:59, 888 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილის შეფასებით, ჭელაში მინარეთის დემონტაჟის მოვლენები, მთავრობისადმი მოწყობილი პროვოკაცია იყო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შფასებით, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, მთავრობის მიმართ მოწყობილი პროვოკაცია იყო.

ამის შესახებ ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში განაცხადა, სადაც GDS-ის ახალი სატელევიზო პროექტის ფარგლებში, რეგიონულ შეხვედრებს მართავს:

"მე ვფიქრობ, მართლაც პროვოკაცია იყო. ამ ბოლოს აღარ დავინტერესებულვარ, რადგან ხმაური მიწყნარებულია და დალაგებულია ყველაფერი. ზოგადად ამ საკითხის პროვოცირება ხშირად ხდებოდა.წელიწადში ორჯერ დაგეგმილი ჰქონდათ, ორივე ნაწილს თვითონ "ნაციონალური მოძრობა" აფინანსებდა, მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირება მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. ბოლო 2 წელიწადში სერიოზული ხმაური არ გამიგია. მოხეში ხმაური ვიცი, რომ იყო, ეს არის ისეთი კონფლიქტი, რომელიც გასატანი არ არის არსად. მეზობლებში ხდება, ოჯახში ხდება კონფლიქტები ხშირად და თუ გნებავთ, ჩემს უფროს ბიჭთან გუშინ საკმაოდ კარგად ვარჩევდით მე და ჩემი მეუღლე, რაღაცები არ მოგვწონდა. ეს ნორმალუირა. ეს არაა ის, რასაც გვაჩვენებდნენ, რომ მასიური დაპირისპირება ხდებოდა. აჩვენებდნენ მსოფლიოს, როგორი ველურები არიან ქართველები, რომ მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის გარდა სხვა რელიგია მათ არ ესმით და ტოლერანტობა არ გააჩნიათ, და მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელეწიფება, ეს ხალხი 20-30 წლის განმავლობაში ჭკუაზე მოიყვანოს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics