|
2015-03-05 11:28:37, 424 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებს
„საქართველოს მთავრობა Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებამდე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, რომელსაც microsoft-ის ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები ექნება. „ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში ვისაც, ექნება misrosoft -ის სრულყოფილი ლეგალურ ლიცენზირებული პროგრამები. ამ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებეულებები, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო დაწესებულებების სისტემების უსაფრთხოება, მათი დაცულობა, მათი გაფართოება და ეფექტიანობა. ამასთან ერთად ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ Microsoft-თან მეორანდუმის გაფორმებით საქართველო თანამედროვე სამყაროში დამკვიდრების კიდევ ერთ ნაბიჯს დგას. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს ვაფორმებთ, ლიდერ კომპანია Microsoft-თან და ამით კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე და ცივილიზებული ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ. დასამალი არ არის, რომ საქართველო წლების განმავლობაში ავტორიზაციის გარეშე მოიხმარდა პროგრაპულ უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ პროგრამული უზრუნველყოფის კოპირების კუთხით ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 2010 წელს ეს მაჩვენებელი აჩვენებდა 15 %-ს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მართლაც საგანგაშო სიტუაციის გამოსწორებისთვის გაგვეფორმებინა ეს მემორანდუმი. დღიდან ჩვენ ვაფორმებთ მემორანდუმს Microsoft- თან უახლესი სათანადო ლიცენზირების შესახებ“,-დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)