10:13 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 15:05:53, 851 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელი - სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!

თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის! - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ამაღლობელმა აღნიშნა. სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, როლებიც უკანონოდ დააკავეს.

„არ ვიცი სამართალში პრაქტიკაში როგორაა, მაგრამ ერთ შემთხვევაზე, სტიკერის გაკვრაზე, მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე ის, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან. იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, ბათუმში, ადმინისტრაციაში ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი და ნებართვაც მაქვს მოპოვებული, როცა ვიცოდი, რომ რაღაცისთვის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა. არ მიმაჩნია სამართალდამრღვევად თავი, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის და მით უფრო, ჩემს შემთხვევაში. „იფიცება საქართველო“ ძალიან კეთილშობილური მესიჯია. ეს სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. სტიკერი გავაკარი და ეს იყო გამოხატვა, სოლიდარობის და პროტესტის ფორმა“,- განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics