10:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 14:33:43, 1044 ნახვა

მსოფლიო
იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ ავიაიერიშების შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა, 75 დაშავებულია

იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ საუდის არაბეთის კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 75 დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედიასაშუალება თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, კერძოდ კი ჰადჯის პროვინციაში რესტორანი და ხალხმრავალი ბაზრის ტერიტორია დაიბომბა.

მაშველების თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. აღნიშნული ავიერიში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დროს ყველაზე მასშტაბურია.

ცნობისთვის, ჰადჯის ტერიტორიას ჰუსიტი ამბოხებულები აკონტროლებენ. მათ ქვეყნის ტერიტორიების დაკავება გასულ წელს დაიწყეს. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში იემენს საუდის არაბეთის კოალიცია ეხმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics