22:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 15:50:14, 619 ნახვა

საზოგადოება
ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი გაუქმებულია

ვაკე-საბურთალოს რაიონში ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია.   

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სულ პარკირების 210 ადგილი გაუქმდება. 

ტროტუარებზე პარკირება  ეტაპობრივად, სხვა რაიონებშიც აიკრძალება. 

თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში  შესაბამისმა სამსახურებმა ტროტუარებზე პარკირების საკითხი შეისწავლეს, რის შედეგადაც, რამდენიმე ტროტუარზე   კრიტიკული მდგომარეობა აღმოჩნდა.  

„ავტომანქანების  პარკირების შემდეგ, ტროტუარზე აღარ რჩება ადგილი ფეხით მოსიარულეთათვის, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.  გამომდინარე აქედან, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იქ, სადაც 3 მეტრზე ნაკლებია ტროტუარის სიგანე, პარკირება აიკრძალოს, რათა ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ამასთან, ნარმანიას დავალებით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დაინტერესებული ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც ააშენებენ ქალაქში მიწისქვესა და მიწისზედა პარკინგებს, რათა ტროტუარებზე  ეტაპოვრივად პარკირების  შეზღუდვამ  მძღოლებს დისკომფორტი არ შეუქმნას. 

„იმ შემთხვევაში, თუ გაუქმებულ ადგილებზე კვლავ მოხდება არასწორი პარკირება, მოქალაქეები დაჯარიმდებიან არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics