12:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-02 12:24:16, 1721 ნახვა

სამხედრო
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ აქტიურად მიმდინარეობს. იმიტირებული სცენარის მიხედვით, სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სიმულაციურ მედიაცენტრში მთელი დღის განმავლობაში უწევთ მუშაობა და „დელტას“ მიერ წარმოებული ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით საველე გასვლები ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით „MAN“. 

სცენარის თანახმად, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარის ზურგშიც მოყვა. მათ ევაკუაციაში თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული იროკეზის ტიპის ვერტმფრენი UH-1 ჩაერთო და მათი გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე უზრუნველყო.

მედიის წარმომადგენლებს ხუთი დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარის კაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN”. 

„ღირსეული პასუხი 2022“ II ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics