22:05 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 16:56:36, 2508 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე წერეთელზე - კამერების გასაჯაროების შიშით აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა ინციდენტამდე ანრისთან კომუნიკაცია

როგორც არ უნდა „დაალაგო“ “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე წერს. 

მისი თქმით, ვატო წერეთელმა აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია ინციდენტამდე ანრი ოხანაშვილთა. 

"ალბათ გახსოვთ ორი ვერსია ამერიკის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით:
პირველის მიხედვით, წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს, ყურში ჩაჩურჩულებით (რაც მაშინ ზოგიერთისთვის სასაცილოდაც „ჩანდა“), მუქარითა და უბინძურესი ბილწსიტყვაობით, უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შემდეგ ინციდენტი მოყვა.

მეორე ვერსიით, დეპუტატები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უმიზეზოდ, თავს დაესხნენ წერეთელს.

გუშინ წერეთელმა მის მიერ გახმოვანებულ ვერსიაზე უარი თქვა და პირველი ვერსია დაადასტურა. კამერების გასაჯაროების შიშით აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია ინციდენტამდე (ყურში ნამდვილად ჩავჩურჩულეო) ანრისთან და 
მხოლოდ ნათქვამის შინაარსი შეცვალა...

გახშირებული მუქარები, მათ შორის პერსონალური შემოთვლები იმიჯური განადგურების მუქარით, პროვოკაციები, უხამსობა და სხვა სახის მდაბიო ბულინგის მცდელობები უდავოდ შეიცავს პანიკის ნიშნებს ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ბანაკში. სიმართლე კი ყოველთვის გაიმარჯვებს, ისევე როგორც ეს ქვეყანა და მისი ეროვნული ინტერესი!",- წერს მდინარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics