21:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 23:59:50, 1279 ნახვა

კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: ჯანყარაშვილთან და ჩხენკელთან დაკავშირებით შენიშვნები მეც მქონდა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას  „ქართული ოცნების“ ყოფილი  მდივნის ზვიად ჯანყარაშვილისა და აჭარის აუდიტის დეპარტამენტის ყოფილი მოადგილის რომან ჩხენკელის მიერ თანამდებობების დაკავების შესახებ შენიშვნები ჰქონდა.

თუმცა, როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, მათი  თანამდებობების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო.

„როდესაც ღარიბაშვილს ჩემი თანამდებობა დავუტოვე, მე მას გავაფრთხილე, რომ შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და შენი დაცვა. ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები. როდესაც ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო, ჩემტან შეთანხმებით ჯანყარაშვილი დაიხმარა.  მაგრამ მემგონი ამაზე დროზე ადრე ვერ გაკეთდა რეაქცია. თვითონ ღარიბაშვილმა გააცნობიერა, რომ ასე არ შეიძლებოდა და მოუსმინა საზოგადოებას, მან გააკეთა დასკვნები.  ჯანყარაშვილთან დაკავშირებით მეც მქონდა შენიშვნები, არ ვმალავ.  ასევე რომან ჩხენკელზე, რომელსაც საკმაოდ დიდი თანამდებობა ჰქონდა, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ეს კაცი აქ არ უნდა იყოს,  ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“  გუნდის წევრი.  მან გააკოტრა „ქართუ ბანკი“.  რამდენჯერმე ვუთხარი, თუმცა რეაგირება არ ჰქონდა, მე დაჟინებით არავისგან არაფერს არ ვითხოვ.  6–8 თვის შემდეგ მან ეს გაითვალისწინა, ვერ ვიტყვი ჩემი რჩევა გაითვალისწინა თქო, ამას თვითონ მიხვდა. გააკეთა დასკვნები“, – აღნიშნა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ „თითქოს ღარიბაშვილის ნათესავები მთელ ქვეყანას მართავენ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა პოლიტიკურ ველს ანაგვიანებს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics