10:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 10:44:46, 1428 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც მედიას შეზღუდავს

„პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც მედიასაშუალებებს  ფინანსურ დამოუკიდებლობას შეუზღუდავს“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
ალასანიას თქმით, პოზიციების შესათანხმებლად აუცილებელია, პარლამენტის წევრებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართოს.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც დამოუკიდებელ ტელევიზიებს განვითარების საშუალებას და  ფინანსური დამოუკიდებლობის  საშუალებას არ მისცემს.ბუნებრივია, სწორი ბალანსი უნდა იყოს დაჭერილი, მომხმარებლის ინტერესიც იყოს გათვალისწინებული. ეს შესაძლებელია და მგონია, რომ სწორედ დიალოგში  მედიის წარმომადგენლებსა და პარლამენტს შორის უნდა მოხდეს ასეთი, სწორი კანონის ჩამოყალიბება და მიღება“,-განაცხადა ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics