11:04 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-24 13:20:08, 2017 ნახვა

პოლიტიკა
ALDE: ელენესა და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება უნდა შეწყდეს

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) ელენე ხოშტარიასთვის მისჯილ პატიმრობას განცხადებით ეხმაურება.

"ვგმობთ 1.5-წლიან განაჩენს დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ; იგი სრულად არაპროპორციულია ელენეს დანაშაულთან, გამოხატავდეს სიტყვის თავისუფლებას და სურდეს ნათელი, პროევროპული მომავალი საქართველოსთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ; ელენესა და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება უნდა შეწყდეს; მიზნობრივი სანქციები უნდა გაღრმავდეს.

ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!", - წერს ალდე. 

კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics