09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 10:40:21, 821 ნახვა

სამართალი
შსს: დავაკავეთ დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ის მფარველობდა ცოლის მშობლების ბიზნესს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 31 იანვარს, „ქრთამის აღების ბრალდებით უკვე დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი – 2002 წელს დაბადებული ა.მ., რომელმაც გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. ა.მ.ს- მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics