17:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 11:01:46, 959 ნახვა

რეგიონი
წალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობამ წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში, სქურის მონაკვეთზე მოსახლეობამ, წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა.

ადგილობრივების თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია - გუბერნია წინასაარჩევნოდ ჯგალს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფელში წყლის გაყვანას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა.

მათივე განცხადებით, წლებია, სოფელს წყალი არ მიეწოდება.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები ადგილზე გუბერნატორის ან ვიცეგუბერნატორის მისვლას ითხოვენ, თუმცა იქ ჯერ არავინ გამოჩენილა.

მომხდართან დაკავშირებით წალენჯიხის მერიამ გუბერნია საქმის კურსში ჩააყენა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics