11:59 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 17:43:53, 872 ნახვა

სამხედრო
ბრიტანელმა მრჩეველმა თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაასრულა

თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა მრჩეველმა ჯონ მაკკულამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამგზავრებამდე ჯონ მაკკულა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანა დოლიძესა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ.

ანა დოლიძემ ჯონ მაკკულას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან ბრიტანელ მრჩეველს მადლობის სიგელი გადასცა და თავდაცვის უწყებაში მისი მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა.

„ჩვენ ბრიტანულ მხარესთან დიდი ხანია აქტიურად ვთანამშრომლობთ. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯონ მაკკულამ რეალურად მნიშვნელოვანი კონსულტაცია გაგვიწია ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს გვაწუხებს - იქნება ეს დაჭრილი მეომრების რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია თუ სოციალური დახმარების გაწევა ჩვენი შეიარაღებული ძალების წევრებისთვის. ეს არის საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ჯონ მაკკულამ ქართულ მხარეს რეკომენდაცია მისცა აღებული გეზი გააგრძელოს. „ის განვითარება და პროფესიონალიზმი, რაც მე აქ დავინახე, ნამდვილად დასაფასებელია“ - აღნიშნა ბრიტანელმა მრჩეველმა.

დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ორი თვის წინ დროებით მოავლინა. ჯონ მაკკულა თავდაცვის უწყებას კონსულტაციებს რეფორმების განხორციელების პროცესში უწევდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics