15:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 13:23:53, 1034 ნახვა

კომენტარი
თინა ხიდაშელი: ცუდი არ იქნება, რუსეთი საომარი მოქმედებების ნაცვლად, ჩრდილო კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე რეაგირებით დაკავდეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოდან ISIS-ის ძალებში საბრძოლველად მეომრების წასვლის ფაქტს  გამოეხმაურა.

როგორც ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი ISIS-ის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს განვითარების საშუალება მიეცა, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება.

"ის ფაქტი, რომ საქართველოდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო კავკასიაზე, მეომრები მიდიან მათ ძალებში საბრძოლველად, ეს უკვე ძალიან სერიოზული შეშფოთების და წუხილის საგანია, რასაც სჭირდება ადეკვატური, პოზიტიური რეაგირება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ცუდი არ იქნება, რომ რუსეთი უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს და დაკავდეს სწორედ ჩრდილო კავკასიაში საფრთხეების, ერთი მხრივ, შეფასებით და მეორე მხრივ მათზე რეაგირებით, ნაცვლად იმისა, რომ მეზობელ სახელმწიფოებში საომარ მოქმედებებს აწარმოებდეს. იმიტომ, რომ ეს არის საფრთხე იმ ტიპის, იმ ხარისხის, იმ მასშტაბის, რომელიც თუ მას მიეცა განვითარების საშუალება, შესაძლებელია, დამანგრეველი აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი ზომის მიუხედავად. ამიტომ, ყველა ერთობლივი ძალით უნდა ვიყოთ ამ საფრთხესთან ბრძოლაში ჩართული და არა- ერთმანეთთან ბრძოლაში",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics