13:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 09:56:43, 854 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: გამოძიება არის საწყის ეტაპზე და დადასტურებულად რაიმეს განცხადება არ შეიძლება

„გამოძიება ამ ეტაპზე არის საწყის ეტაპზე , რაიმეს დასაბუთებულად და დადასტურებულად განცხადება არ შეიძლება, იმიტომ რომ მომხდარი ფაქტიდან გასულია საკმაოდ მცირე დრო“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. 

შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია.

„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გუშინ, მომხდარი ფაქტიდან  შესაბამისად გასულია საკმაოდ მოკლედ დრო. ამ ეტაპზე  ჩვენ განცხადება გავავრცელეთ  გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჩატარებული არის მთელი რიგი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, როგორიც არის შემთვევის ადგილის დათვალიერება, ავტომანქანის დათვალიერება, დანიშნული არის ექსპერტიზები, რომლებმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რა იყო ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი, როგორი ასაფეთქებელი მოწყობილობა  ამოქმედდა სასაფლაოზე, სად იყო ეს ასაფეთქებელი ნივთიერება განთავსებული. შესაბამისად, ახლა ეს გამოძიება საწყის ეტაპზეა, შესაბამისად ამ ეტაპზე რაიმეს დასაბუთებულად  და დადასტურებულად განცხადება არ შეიძლება, იმიტომ რომ მომხდარი ფაქტიდან არის გასული  საკმაოდ მცირე დრო და გამოძიება არის საწყის ეტაპზე“, - განაცხადა შოთაძემ. 

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე აფეთქდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics