13:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 14:49:35, 1159 ნახვა

სხვადასხვა
სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროების გამო, დარიალის ხეობაში მოძრაობა იზღუდება

ღამის საათებში დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

„საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროებაა, რის გამოც 2015 წლის 6 ივნისიდან აღნიშნულ  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება 19:00 საათიდან 07:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics