12:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 15:05:33, 1293 ნახვა

კომენტარი
ნიკა გვარამია: ვიმედოვნებთ, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი სასამართლო, ტელეკომპანიის იურისტების  სარჩელს არ დააკამყოფილებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

გვარამიას თქმით, სამართლიანობის პირობებში, უზენაესმა სასამართლომ არა მხოლოდ ქვედა ინსტანციაში უნდა დააბრუნოს საქმე, არამედ შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს აქვს მიკუთვნებული:

 „ჩვენ გამოვიყენებთ კანონით და საერთაშორისო კონვენციებით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ის სტატუსკვო, რომელიც არის.  სასამართლო სისტემამ სრულიად მოგვაკლო შესაძლებლობა, რომ პროგნოზირება მოვახდინოთ, რაციონალური პროგნოზები გავაკეთოთ იმდენადად, რამდენაც პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო სრულიად არარაციონალური და უკანონო. უკანონობის პროგნოზირება ძალიან რთულია ამ ვითარებაში. ელემენტარული საღი აზრი თუ არსებობს უზენაეს სასამართლოში,  მაშინ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. თუ ელემენტარული  საღი აზრი არსებობს ამ შენობაში, გავიმარჯვებთ და არა მხოლოდ უკან დაბრუნდება საქმე,  არამედ უზენაესმა სასამართლომ საერთოდ უნდა გააუქმოს ეს გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ქიბარ ხალვაშს უარი უთხრას“,-აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

უზენაესი სასამართლო  „რუსთავი 2“ -ის საქმის განხილვას დღეს  იწყებს.  სასამართლო კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, „ რუსთავი 2“ მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმოს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. ტელეკომპანიის იურისტები საქმის  ქვედა ინსტანციაში დააბრუნებასაც ითხოვენ.

სხდომა დახურული იქნება  და მას მხოლოდ მხარეები დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics