10:07 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 16:15:32, 413 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი სანაკოევი: რუსეთის დიდი ხნის გეგმაა საქართველოს ტერიტორიების ანექსია

„რუსეთის დიდი ხნის გეგმაა საქართველოს ტერიტორიების ანექსია“,-ამის შესახებ  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
სანაკოევის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. 
„პროვოკაციები დღეს არ დაწყებულა. რუსეთის დიდი ხნის გეგმაა საქართველოს ტერიტორიების ანექსია,  როგორც აფხაზეთში ასევე სამხრეთ ოსეთში.  ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც  პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა.  შესაბამისად, რა ნაბიჯებსაც რუსეთი დგამს  სამხრეთ ოსეთის მიმართ  ჩვენი ტერიტორიების პირდაპირი ანექსიაა.  ფაქტობრივად რუსეთი ეუბნება საერთასორისო საზოგადოებას, რომ მისთვის სხვა ნორმები არსებობს“,-განაცხადა სანაკოევმა.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელსაც ხელს რუსეთის პირველი პირი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო  პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მოაწერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics