2015-03-05 16:28:36, 435 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: ერთი ხელის მოსმით ხარჯების შემცირება ძალიან რთულია
"ერთი ხელის მოსმით ამ ხარჯების შემცირება ძალიან რთულია", - ამის შესახებ შინაგან საქმეთ მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
"ამ თემაზე ვმუშაობთ. მოგეხსენებათ სპეციალური დეპარტამენტებია, სამსახურებია და ძალიან რთულია ერთი ხელის მოსმით ამ ხარჯების შემცირება. როგორც კი შეჯერდება ეს ყველაფერი აუცილებლად მოგახსენებთ და ის იქნება გამჭვირვალე", - აღნიშნა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რთული ეკონომიკური ვითარებისა და ლარის გაუფასურების გამო, პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს "ქამრების შემოჭერისკენ" მოუწოდა, რაც როგორც შემდეგ განმარტეს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან