12:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 21:54:06, 1218 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის არმიამ, შესაძლოა, ყარაბაღის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანოს

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ გასანოვმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ ხანქენდიზე (სტეპანაკერტზე) და რეგიონის სხვა ქალაქებზე სარაკეტო-საარტილერიო დარტყმის მომზადების ბრძანებაა გასცა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მიუხედავად აზერბაიჯანის არაერთი გაფრთხილებისა, სომხეთი თავისი არაადამიანური ნაბიჯებით, აზერბაიჯანს საპასუხო ზომების მიღებას აიძულებს. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის შეირაღებული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას გააგრძელებენ, აზერბაიჯანის არმია ხანქენდიზე და სხვა ოკუპირებულ ქალაქებზე გამანადგურებელ იერიშს მიიტანს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები შაბათს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics