21:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-05 18:42:17, 6726 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ

აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს.

"მშვიდად იყავით, ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია. ეკლესიის ძლიერება ვის აწყობს? ბოროტს ხომ არ აწყობს. იბრძვის იმისთვის, რომ ერთმანეთს გადაგვკიდონ და თუ გადავეკიდებით, მერე ადვილად დაგვშალოს. ეკლესია ის ძალა ვართ, რომელიც არც ჩვენთან მივცემთ უფლებას ამაზე წავიდნენ და გარეთ ხომ გამორიცხულია.

აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ამას პირდაპირ ვეუბნები იმიტომ, რომ ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ. ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, ეს დღეები ქრისტესთან ერთად გავიაროთ. პატრიარქი თუ გვიყვარს, ეს სიყვარული გამოხატოთ იმით, რომ ღმერთს ვაჩვენოთ.

პატრიარქმა რა გვასწავლა ქართველებს? ყოველთვის ამბობდა - "ჩვენთან არს ღმერთი". ჩვენც ღმერთი დავინახოთ, ღმერთს მოვუსმინოთ და ღმერთს გავყვეთ. ჩვენ ხომ ქრისტეს ერი ვართ. ფრთხილად და მშვიდად ვიყოთ ეს დღეები." - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics