13:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-21 15:08:21, 819 ნახვა

საზოგადოება
საგარეო - აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, უწყებაში ინფორმაცია არ შესულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

„2026 წლის 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებას“ მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 იანვარს კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics