12:05 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 00:07:31, 1054 ნახვა

სამართალი
პოლიციამ რუსთაველზე აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და მათთვის ოქმების შედგენა დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ "ოცნების" პოლიციამ რუსთაველზე აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და მათთვის ოქმების შედგენა დაიწყო.

ცნობილია, რომ მათ, პირბადის ტარებისთვის, ოქმი შეუდგინეს აფხაზეთიდან დევნილ მოხუცებულ აზა ადამიას და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, მიხეილ ზაქარეიშვილს.

ზაქარეიშვილის თქმით, მან დღეს პირბადე პროტესტის ნიშნად გაიკეთა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა 20:00 საათის შედეგ სავალი ნაწილი გადაკეტეს. პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა მომიტინგეები მოთხოვნა არ შეასრულეს.

პოლიცია მსგავს ღონისძიებებს ატარებს მას შემდეგ, რაც შეკრებებისა და მანიფესტაციებითან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდა.

დღეს ამავე საფუძვლებზე "ოცნების" შსს-მ 14 ადამიანი დააკავა. 

მათივე განცახდებით, კიდევ 13-ის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics