17:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-24 11:48:11, 2054 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი - მომღერლების რადიკალიზაციის ცუდი ტენდენციაა, ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი

მომღერლების რადიკალიზაციის ცუდი ტენდენციაა, ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი, ეს გვაჩვენებს ღირებულებით უფსკრულს, ძალაუფლებისთვის გაწირავენ ყველას და ყველაფერს, – ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ცუდი ტენდენცია არის მომღერლების რადიკალიზაცია. ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი, არ ვიცი, არასერიოზულია. რაც მთავარია, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს წარმოაჩენენ არასერიოზულად. მეორე მხრივ, ეს გვაჩვენებს ღირებულებით უფსკრულს, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების ეს ჯგუფი არის ჩავარდნილი. ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ. ყველაფერზე წავლენ – სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე და ჩვენ ეს ვნახეთ. ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როდესაც ეს მომღერალი ადამიანი იყო იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში და დღეს საღლიცინოდ აქვს საქმე. ჩვენ ვნახეთ 2022 წელს, როდესაც ზუსტად ეს ადამიანები ითრევდნენ საქართველოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში. ეს ხალხი იდგა ზუსტად რუსთაველის გამზირზე და ითხოვდა, რომ საქართველო გამხდარიყო ამ ომის ნაწილი, გაგვეგზავნა მებრძოლები, შევსულიყავით ესკალაციაში. ითხოვდა არა იმიტომ, რომ მათ ან უკრაინა ადარდებთ, ან საქართველო, ან რაიმე ადარდებთ, მათ ადარდებთ ერთადერთი რამ – ძალაუფლება. ძალაუფლებისთვის გაწირავენ ყველას და ყველაფერს. ეს არის მთავარი, რასაც უნდა დავაკვირდეთ, რომ არ მივცეთ საშუალება, რადიკალიზაცია, ძალადობა დათესონ ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics