12:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 20:51:45, 765 ნახვა

კომენტარი
ვლადიმერ ზელენსკი - ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ

„ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვს შესაძლებლობა წარმატებით გაიაროს ეს გზა.

„მივესალმები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პერზიდენტს, მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში ჩვენი მასპინძლობისთვის.

მე ძალიან მიხარია, რომ ქართულ სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა.

ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ, ამ „ტრიომ“ და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ, ევროპულ ინტეგრაციას.

ეს სამინზე წერტილი მიღწევადია, ჩვენ დარწმუნებული შგევიძლიათ ვიყოთ, რადგან ბატონი შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პერზიდენტი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზაე წარმატებით ვიაროთ, ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზეთ, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს მიწვევის გადახედვა და ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის „ტრიოს“, რომ წარმოიადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები ამ პარტნიორობისთვის და ამ „ტრიოს“ პოლიტიკური მნიშვნელობა, ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics