17:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 22:28:47, 1150 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ლევან კობიაშვილი დიდი გამოწვევების წინაშეა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეფასებით, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ლევან კობიაშვილი დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს არჩევნების დასრულების შემდეგ განუცხადა.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა კანდიდატს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.

„პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველა იმ კანდიდატს, რომელიცც მონაწილეობდა არჩევნებში. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს კლევან კობიაშვილს არებული და ის დიდი გამოწვევბის წინაშეა. ქართული ფეხბურთი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ახალი პროგამა გვაქვს. შევხვდებით აუცილებლად კობიაშვილს, რომ მის ახალ ხედვას გავეცნოთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვიმლა გაიმარჯვა. მას მხარი 18-მა დელეგატმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რეზი არველაძეს 15-მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics